Loading data...
სულხან თამაზაშვილი ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლის პრემიერას დაესწრო

ბათუმის დრამატულ თეატრში 147-ე თეატრალური სეზონი პრემიერით გაიხსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი წარმოდგენას მეუღლესთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. 

ქართული თეატრის აღდგენის დღეს, ბათუმის დრამატული თეატრის შემოქმედებითმა დასმა მაყურებელს დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „დარისპანის გასაჭირი“ წარუდგინა. მსახიობებმა აუდიტორიას კლასიკური ქართული დრამატურგიის გამორჩეული ნიმუშის განახლებული ვერსია შესთავაზეს.

პრემიერას, ასევე, აჭარის მთავრობის წევრები, ბათუმის მერი, გიორგი ცინცაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.