Loading data...
სოფელ ჭიაურში კოლექტორის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოები

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

პროექტის მიზანია არსებული სისტემების ეფექტიანობის გაზრდა და სასოფლო-სამეურნეო მიწების სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველყოფა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს კოლექტორის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდა ხე-ბუჩქნარისა და დაგროვილი ნატანი მასისგან. აღნიშნული კოლექტორი წყლით ამარაგებს 67 ჰექტარზე განთავსებულ ტბორსაც.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც ტბორის წყალმომარაგება, ისე სოფელ ჭიაურის ტერიტორიაზე წყლის მიწოდება. სისტემის გამართული ფუნქციონირება უზრუნველყოფს მიწების დროულ
მორწყვას და წყლის რესურსების რაციონალურ მართვას.