1753194190
რეგიონი
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სოფელ ლუჯის – მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა მინი სტადიონი, სარიტუალო დარბაზი და სოფლის შიდა საავტომობილო გზა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივ კავშირზე არიან მოსახლეობასთან და ადგილზე ეცნობიან არსებულ ვითარებას. ამ დროისთვის, კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება ხელედი-ბავარის მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები, საავტომობილო გზაზე გადაადგილების აღდგენა, სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი.
ლენტეხი-ლასდილის მიმართულებით ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის.