Loading data...
ქედაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ქედაში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა. ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ღონისძიება ყველა ასაკის ბავშვზე იყო გათვლილი. დღის განმავლობაში ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული ანიმატორის და მულტფილმის გმირების მიერ მოწყობილ გასართობ თამაშებში, მოეწყო სახეზე ხატვა.

პარკში განთავსებულ დეკორაციულ სივრცეებთან და ხატვის კუთხესთან მოეწყო ფოტოსესია.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საბავშვო კონცერტი, რომელშიც ქედის სახელოვნებო სკოლასთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „მერანი“ და ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა საესტრადო ანსამბლი „აბადელია“ მონაწილეობდა.

ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღე ბავშვებს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ მიულოცეს.

ღონისძიების დასასრულს ბავშვებს დაურიგდათ ნაყინი.