ირაკლი კობახიძე სულხან თამაზაშვილთან ერთად „ბათუმელთა დარბაზის“ წევრებს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სულხან თამაზაშვილთან ერთად „ბათუმელთა დარბაზის“ წევრებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ერთად, აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, საზოგადოებრივი გაერთიანების – „ბათუმელთა დარბაზის“ წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისი და წინასაარჩევნო გარემო რეგიონში. აღინიშნა, რომ ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ბათუმელის ინიციატივის მოსმენა და გაზიარება.
მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მაქსიმალურად იქნება მორგებული მოქალაქეების საჭიროებებზე.
„ბათუმელთა დარბაზს“ ბათუმის საპატიო მოქალაქე, დიპლომატი, ხელოვანი და საზოგადო მოღვაწე ვალერიან მოქერია ხელმძღვანელობს. გაერთიანების წევრები გამორჩეული ბათუმელები არიან.