Loading data...
ბათუმის იუსტიციის სახლში 7 ეკომიგრანტი ოჯახისთვის საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა გაიმართა

ბათუმის იუსტიციის სახლში, 7 ეკომიგრანტი ოჯახისთვის, საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა გაიმართა. ოჯახებს ახალი საცხოვრისი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ედუარდ ნაკაშიძემ მიულოცა.

2025 წელს, „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, ბენეფიციარს საშუალება აქვს, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხით, საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე, ააშენოს საცხოვრებელი სახლი.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, წელს უსაფრთხო საცხოვრისი ჯამში 60-მდე ეკომიგრანტმა ოჯახმა, უკვე, შეიძინა. სამინისტროს თანადაფინანსებით უსაფრთხო საცხოვრისს სტიქიის შედეგად დაზარალებული 150 ოჯახი შეიძენს.

მარტის თვეში, პროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ 500 00 ლარით გაიზარდა. ამ მიმართულებით ჯამში, 7 მილიონ 740 000 ლარი გამოიყოფა.