Loading data...
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოებს, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოები, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პარალელურად მოყინული გზების მოსაწესრიგებლად, სპეციალური ქვიშა-ხრეშის დაყრა ხორციელდება.

მათივე განცხადებით, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, ამ დროისთვის, მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით არის დაშვებული.