Loading data...
ზურაბ რურუა გრანტების შესახებ კანონზე: როცა ხედავ, რომ უნდათ შენს ქვეყანას ზიანი მიაყენონ გარედან, სუვერენიტეტს შეეხონ, სახელმწიფომ თავის კონსტიტუციურ ფარგლებში აუცილებლად უნდა იმოქმედოს

უცხოური დაფინანსების შეზღუდვის კანონპროექტზე მსჯელობას იწყებენ კომიტეტები.

ცვლილებებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ.

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ რურუა დარწმუნებულია, რომ ცვლილება შეძლებს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას უცხოური ძალების ჩარევისგან.

„როდესაც ხედავ, რომ უნდათ შენს ქვეყანას ზიანი მიაყენონ გარედან, შენს სუვერენიტეტს შეეხონ, სახელმწიფომ, თავის კონსტიტუციურ ფარგლებში, აუცილებლად უნდა იმოქმედოს და დაიცვას ქვეყანა.

ეს კანონი ზუსტად ამას ემსახურება, [აღმოფხვრას] ის ხვრელები, რაც არსებობს, რისთვისაც უნდათ ეს თანხები გამოიყენონ - ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ. სახელმწიფომ ეს უნდა აღკვეთოს“, - განაცხადა ზურაბ რურუამ.