Loading data...
ვოლსკი: ელისაშვილმა თავი გამოიჩინა იმით, რომ შეუძლია მუშტი-კრივი გამართოს, ან აკრობატული ნომრები შეასრულოს

„ალეკო ელისაშვილმა თავი გამოიჩინა იმით, რომ შეუძლია მუშტი-კრივი გამართოს, ან აკრობატული ნომრები შეასრულოს. პოლიტიკურ აკრობატიკაშიც საკმაოდ გამოჩენილია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა. 

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ელისაშვილის პოლიტიკური პრინციპები, ცოდნა და ინტელექტი არ მიდის იმაზე წინ, რასაც აკრობატიკა ჰქვია.

„უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა ხაზარაძეს, იმის გამო, რომ იგი საბანკო სისტემით ემსახურებოდა „ნაცმოძრაობას“, მეორე დღეს ხელს ართმევს და გადაეხვია. მისი პოლიტიკური პრინციპები, ცოდნა და ინტელექტი არ მიდის იმაზე წინ, რასაც ჰქვია ის აკრობატიკა, რომელსაც იგი გვიჩვენებს პერიოდულად - ან სპორტულ დარბაზში, ან პოლიტიკურ ასპარეზზე“, - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.