Loading data...
ვოლსკი: 2012 წლიდან არც ერთი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ისეთი, რომელიც რუსეთის უპირატესობას ამტკიცებს სამხრეთ კავკასიაში

„უკვე დიდი ხანია ვამბობთ, რუსული თემა შემოტანილია სასპეკულაციოდ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, 2012 წლამდე ყველაფერი კეთდებოდა რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით.

„2012 წლიდან არც ერთი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ისეთი, რომელიც რუსეთის უპირატესობას ამტკიცებს სამხრეთ კავკასიაში, მაშინ, როდესაც 2012 წლამდე ყველაფერი გაკეთდა რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით. 

პროცესები, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს, არ ითვალისწინებს სპეკულაციის ამ დონეს, რომელიც უკვე მოძველებულია. ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი გააჩნია. თავის ინტერესი გააჩნია - ამერიკასაც, ჩინეთსაც, რუსეთსაც და ევროკავშირსაც. აი, ამ პროცესებში საქართველოს შერყევა აი, ამ თემით რასაც ჰქვია რუსული თემა, გარკვეული სცენარის ნაწილია. ამ სცენარს ადგენენ არა საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნავს ვოლსკი.