Loading data...
თორნიკე ფაღავა: მიხეილ სააკაშვილი ციხიდანაც კი ახერხებს, ე.წ. ალიანსი მის ირგვლივ შემოიკრიბოს და ახალგაზრდა ლიდერებს გაახსენოს, რომ ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებს

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ფაღავამ რადიკალურ ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

როგორც თორნიკე ფაღავამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი ციხიდანაც კი ახერხებს, შეახსენოს ყველას, რომ ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებს

„კონკრეტული დაპირისპირებები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება თავმჯდომარე და ვინ იქნება მოადგილე. ერთი რამ ნათლია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდანაც კი ახერხებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და არა მარტო „ნაცმოძრაობა“, ზოგადად ეს ე.წ. ალიანსი მის ირგვლივ შემოიკრიბოს და ყველას, მათ შორის ახალგაზრდა ლიდერებს, რომელთაც ჰქონდათ ილუზია, რომ რაღაცებს მიხეილ სააკაშვილისგან დამოუკიდებლად თვითონ შეძლებდნენ, მათ კიდევ ერთხელ გაახსენა, რომ ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებს და ე.წ. ალიანსი არის „ნაციონალური მოძრაობის“, დედაპარტიის განაყოფები“, - აცხადებს ფაღავა.