სოსიაშვილი: გიორგი კანდელაკი ყორღანაშვილის სულიერი შთამომავალია - გამოდის თავისი დაზუთხული ინგლისურით, რაღაცებს ბოდავს და ხალხი შეცდომაში შეჰყავს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი გიორგი კანდელაკის ფეისბუკპოსტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი კანდელაკი ყორღანაშვილის სულიერი შთამომავალია.
„მოღალატე ყორღანაშვილი როგორ შევიდა ჩვენს ისტორიაში?! მან მეფე გასცა. ის იყო ჩვეულებრივი იუდა, ამიტომ საქართველოს ისტორიაში ყორღანაშვილი ასოცირდება ღალატთან. ასე დარჩება გიორგი კანდელაკიც.
ჩვენი ქვეყანა ცამდე მართალია, არანაირი სამხილები არ გააჩნიათ, მაგრამ ერთი სული აქვთ თავიანთი ქვეყანა დააბეზღონ, როგორღაც დააინტერესონ ეს ძალები, რომ თურმე საქართველოში რაღაც ხდება.
საკუთარი ქვეყანა ბიზნესპროექტად მიაჩნიათ, ეს არის ამათი უბედურება, რომ ბიზნესპროექტად გადააქციეს თავიანთი პოლიტიკური საქმიანობა.
კანდელაკი გამოდის თავისი დაზუთხული ინგლისურით, რაღაცებს ბოდავს და ხალხი შეცდომაში შეჰყავს, თავის სამშობლოს აბეზღებს და მომავალს ძირს უთხრის“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.