Loading data...
სი ძინპინი მიხეილ ყაველაშვილს გაპრეზიდენტებას ულოცავს

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობის დაწყებას ულოცავს. ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთისა და საქართველოს დღევანდელი სტრატეგიული პარტნიორობა პოზიტიურ და მყარ დინამიკას ინარჩუნებს. ორივე მხარემ გააძლიერა პოლიტიკური ურთიერთნდობა, მიაღწია ნაყოფიერ შედეგებს „ერთი სარტყელი ერთი გზის“ თანამშრომლობის შექმნისას და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის ნაყოფიერ შედეგებს.

მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას და მზად ვარ ვიმუშაო პრეზიდენტთან [მიხეილ ყაველაშვილთან], რათა ქვეყნებს შორის არსებული ტრადიციული მეგობრობა, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა გავაღრმაო, ხელი შევუწყო ჩინურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას და ადამიანების უკეთესი კეთილდღეობის შექმნას“, - აღნიშნული სი ძინპინის განცხადებაში.

ცნობისთვის, ჩინეთის ლიდერმა 31 დეკემბერს ყაველაშვილს ახალი წელი მიულოცა.