Loading data...
რიმა ბერაძე ფასების დარეგულირების საკითხზე - ვცდილობთ, ეს ღონისძიება აპრილამდე იყოს გატარებული

დღეიდან პარლამენტში ფასების დარეგულირების საკითხზე მსჯელობა იწყება.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მათი პოლიტიკურ ძალა ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ სურსათზე ფასები დარეგულირდეს.

რიმა ბერაძის თქმით, მმართველი გუნდი ეცდება, რომ პროცესი აპრილამდე დასრულდეს.

„კომისია მიმდინარე კვირაში დაიწყებს მუშაობას და მაქსიმალურად შეეცდება, მოხდეს ფასების დარეგულირება. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა არის ხელშესახები, ეს ეკონომიკური ზრდა მაქსიმალურად უნდა იყოს ასახული თითოეული მოქალაქისა და ოჯახის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.

აქედან გამომდინარე, საპარლამენტო კომისია, სამთავრობო კომისიასთან ერთად, შეეცდება დაარეგულიროს ქვეყანაში ფასები, ყველა მიმართულებით. ვცდილობთ, ეს ღონისძიება აპრილამდე იყოს გატარებული“, - განაცხადა რიმა ბერაძემ