Loading data...
მაია ბითაძე: განაგრძობენ ერთმანეთთან დაპირისპირებას, შეურაცხყოფას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ისინი არიან არასერიოზული ადამიანები

„ისინი კვლავ განაგრძობენ ერთმანეთთან დაპირისპირებასა და შეურაცხყოფას“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა მაია ბითაძემ ყოფილ და მოქმედ ნაციონალებში დაპირისპირების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ ოპოზიციას არასერიოზული ადამიანები წარმოადგენენ.

„უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია არა ოპოზიცია, არამედ მავნებელთა ძალიან დიდი წარმონაქმნია. ეს მათი მოღალატეობრივი საქმიანობითაც ჩანს, თუმცა ის, რომ ისინი კვლავ განაგრძობენ ერთმანეთთან დაპირისპირებას, შეურაცხყოფას, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არიან არასერიოზული ადამიანები, რომლებიც საკუთარ ვაიგეგმასაც ვერ მიუყვებიან“, - აცხადებს ბითაძე.