ლევან მაჭავარიანი: ფაქტობრივად, ყოველდღე ხორციელდება კარგად გათვლილი, დაგეგმილი პროვოკაცია გარედან დაფინანსებული აქტივისტების მხრიდან, რომლებიც გამოირჩევიან აგრესიით

ჩვენ ვაკვირდებით, რომ, ფაქტობრივად, ყოველდღე ხორციელდება კარგად გათვლილი, დაგეგმილი პროვოკაცია გარედან დაფინანსებული აქტივისტების მხრიდან, რომლებიც გამოირჩევიან აგრესიით და ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მიმდევრობით, - განაცხადა თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას.
მან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ძალადობისგან.
„ისინი აწყობენ პროვოკაციას, გივარდებიან სახლში ლანძღვა-გინებით. მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველა ჩვენ მომხრეს, ყველა მხარდამჭერს, რომ თავი შევიკავოთ ძალადობისგან, ვინაიდან ეს მათივე წისქვილზე ასხამს წყალს. იმასაც უნდა გავუსვა ხაზი, რომ ძალიან რთულია ამდენი ადამიანის მოთოკვა უშუალოდ შტაბშიც“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.~
ინფორმაციისთვის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.