Loading data...
ლევან მაჭავარიანი: კარგი იქნება, მიხაელ გალერს თუ გააგებინებენ, რომ რუსული ნარატივი აღარ მუშაობს, გაცვდა მისი ლექსიკა, პირველ რიგში, საკუთარი თავის უპატივცემულებაა, ეს არ არის გერმანელი ხალხის პოზიცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიხაელ გალერი უპატივცემულობას გამოხატავს.

მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა მიხაელ გალერის იმ განცხადებაზე, სადაც გალერი აღნიშნავს: „ეს მოსკოვური არსებები - ივანიშვილი, კობახიძე და სხვები - არიან ისინი, ვინც უნდა დატოვონ ქვეყანა და ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას საშუალება მისცენ, განაგრძონ გზა ევროპული საქართველოსკენ და არა საბჭოთა საქართველოსკენ“.

ლევან მაჭავარიანის შეფასებით, გალერის განცხადება არ წარმოადგენს გერმანელი ხალხის პოზიციას.

„კარგი იქნება, თუ გააგებინებენ, რომ ეს რაღაცა რუსული ნარატივი უკვე აღარ მუშაობს, გაცვდა. შესაბამისად, შეუძლია, სხვა ქვეყანა გამოიგონოს. რაც შეეხება მის ლექსიკას, რა თქმა უნდა, პირდაპირ უპატივცემულებაა, პირველ რიგში, საკუთარი თავის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის გერმანელი ხალხის პოზიცია, ეს არ არის, გერმანიის პოზიცია, რადგან გერმანია და გერმანელი ხალხი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ამ უზრდელი კაცის ასეთი კომენტარები“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.