კირცხალია „გორბის“ კვლევებში ოპოზიციის დაბალ რეიტინგზე: პროცენტები, რომელი პროცენტებიც წინასწარი კვლევით აქვს ოპოზიციას რა გასაკვირია?!

„პროცენტები, რომელი პროცენტებიც წინასწარი კვლევით აქვს ოპოზიციას რა გასაკვირია?! ყველას ანახეს, რომ ისინი არიან კონკრეტული ძალების წარმომადგენლები თავის ქვეყანაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია უცხო ძალას წარმოადგენს და ქართველი ყოველთვის უარს ეტყვის აგენტს.
„პროცენტები, რომელი პროცენტებიც წინასწარი კვლევით აქვს ოპოზიციას რა გასაკვირია?! ვიცით ახლა ჩვენ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ვიცით ასე ვთქვათ „დედა პარტია“, ვიცით ძველი „ნაციონალები“, ვიცით გადაღებილი „ნაციონალები“ და ვიცით მათი პარტაქტივი. ის პროცენტები, რა პროცენტებიც აქვთ და რაშიც დარწმუნებული ვარ თვითონაც ძალიან უკმაყოფილოები არიან, გამომდინარეობს მათივე ქმედებებიდან.
ყველას ანახეს ნათლად, რომ ისინი არიან კონკრეტული ძალების წარმომადგენლები თავის ქვეყანაში და თავის სამშობლოში და ამიტომ არის მათზე დარქმეული ყველაზე სწორად სახელი - უსამშობლოები, უბრალოდ ეთნიკურად ქართველები არიან და ასრულებენ სხვის დავალებას. რა თქმა უნდა, ეს აისახება მათ რეიტინგზე.
რა თქმა უნდა, ქართველი ყოველთვის უარს ეტყვის აგენტს და ქართველი ყოველთვის უარს ეტყვის ნებისმიერ არაქართულს“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე.