Loading data...
ირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ესპანეთს ამ რთულ პერიოდში

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში მომხდარი მომაკვდინებელი წყალდიდობის გამო, რამაც ტრაგიკული შედეგი გამოიწვია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენი ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა დაზარალებულთან ვართ. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პედრო სანჩესს და ვუსურვებ გამძლეობას, ერთიანობასა და მედეგობას ესპანეთის მამაც ხალხს. საქართველო სოლიდარობას უცხადებს ესპანეთს ამ რთულ პერიოდში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.