1753786522
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: უნდათ, განსხვავებული აზრის სტიგმატიზება მოხდეს, სწორედ ამას ემსახურება ეს რაღაც მარტივი შაბლონი - „რუსი“, „პრორუსული“, „რუსეთუმე“ და ა.შ

„უნდათ, განსხვავებული აზრის სტიგმატიზება მოხდეს. სწორედ ამას ემსახურება ეს რაღაც მარტივი შაბლონი - „რუსი“, „პრორუსული“, „რუსეთუმე“ და ა.შ.“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
„უნდათ, განსხვავებული აზრის სტიგმატიზება მოხდეს, სწორედ ამას ემსახურება ეს რაღაც მარტივი შაბლონი - „რუსი“, „პრორუსული“, „რუსეთუმე“ და ა.შ. ამ მხილებას, რასაც ჩვენ წლებია ვახდენთ მათ მიმართ [ოპოზიციის], როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ, ამ ყველაფერს დღითი დღე ფარდა ეხდება. ყველამ კარგად ვნახეთ აშშ-ში თუ როგორ ძალიან მარტივად, გასაგებ ენაზე აუხსნეს მსოფლიო საზოგადოებას, თუ როგორ მოქმედებს „დიფ სთეითი“, - აღნიშნავს კირცხალია.