ირაკლი კირცხალია: სირცხვილი, რომ ხატია დეკანოიძე პოლიციასთან რაიმე კავშირით ამაყობს

„სირცხვილია, რომ ხატია დეკანოიძე პოლიციასთან რაიმე კავშირით ამაყობს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ხატია დეკანოიძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
„აი, ამ სიამაყეში თუნდაც რომ დაუშვას ვინმემ, რასაც საუბრობდა თავის დროზე და რომ ეამაყება, პოლიციისთვის საქართველოსა თუ უკრაინაში რამე აქვს გაკეთებული ამ ინსტიტუციისთვის და შემდეგ, ასეთ რამეს საუბრობს, ეს მხოლოდ თავის თავზე მეტყველებს, მის მორალზე მეტყველებს, მის წარსულზე მეტყველებს, მის აწმყოზე მეტყველებს და მის მომავალზე მეტყველებს.
ასე რომ, თითოეული შეურაცხყოფა, რომელიც მიმართული იქნება იმ გმირი ბიჭების და იმ მართლაც გმირი ინსტიტუციის მიმართ ჩვენს ქვეყანაში და არამხოლოდ, მეტყველებს მხოლოდ იმ ადამიანზე, რომელიც ასეთი ლექსიკით გამოირჩევა“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.