Loading data...
იონათამიშვილი: პოლარიზაციის პირობებში „ნაცმოძრაობა“ ჯანსაღი დებატების არსებობას ბლოკავდა, ყველამ იცის, რომ არის არა პოლიტიკური პარტია, არამედ დანაშაულებრივი სინდიკატი

დებატები დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია და ვინც საკუთარ არგუმენტებზე მყარად დგას, დებატებს არასოდეს გაურბის. პირიქით, მისი ინტერესიც არის, რომ საზოგადოებამ ზუსტად ის არგუმენტები ნახოს, რომლის საფუძველზეც მხარს დაუჭერს ამა თუ იმ პოლიტიკურ გუნდს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დებატებიდან ვინც გარბის, სინამდვილეში პოლიტიკიდან გარბის.

„არ გვიკვირს, რადგან ეს რადიკალური ჯგუფები არიან არა პოლიტიკური პარტიები, არამედ პოლიტიკური პროექტები.

როგორც ჩანს, დებატებში მონაწილეობის ძალიან ეშინიათ. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მოემზადოს, რადგან ეს პარტია თავისი არსებობის მანძილზე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ჩადის, მათ შორის უმძიმეს დანაშაულებს. ამიტომ, მათი ადგილი საკონსტიტუციო სასამართლოშია.

ამ დაჯგუფების შედეგი იყო ის, რომ პოლარიზაციის პირობებში ჯანსაღი დებატების არსებობას ბლოკავდნენ, რადგან ისინი სიძულვილის და ზიზღის მხარეს იდგნენ. ყველამ იცის, რომ ისინი არიან არა პოლიტიკური პარტია, არამედ დანაშაულებრივი სინდიკატი“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.