Loading data...
იონათამიშვილი: ოპოზიციონერებს ახლა მოუწევთ, მივიდნენ პროკურატურაში და მისცენ ჩვენებები

„ოპოზიციონერებს ახლა მოუწევთ, მივიდნენ პროკურატურაში და მისცენ ჩვენებები“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი საუბარი გაყალბებაზე მავნებლური ტყუილია.

სინამდვილეში საქართველოს პროკურატურისთვის უნდა მიემართათ იმ ე.წ. პოლიტიკურ აქტორებს, ვინც საუბრობს გაყალბებაზე.

ახლა მათ [ოპოზიცია] მოუწევთ, მივიდნენ პროკურატურაში და მისცენ ჩვენებები. თუ ამისგან შეიკავებენ თავს, ეს იქნება აღიარებითი ჩვენება მათი მხრიდან, რომ ნებისმიერი საუბარი გაყალბებაზე სინამდვილეში იყო მავნებლური ტყუილი“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი საგამოძიებო უწყებაში დაიბარა.