1730298495
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია: ოპოზიციის მიზანი არჩევნების მოგება არ ყოფილა, ცოტა ხანში პარლამენტში შევლენ
ოპოზიციის მიზანი არჩევნების მოგება არ ყოფილა, მათი მიზანი იყო, მიშა გაეძარცვათ და სწორედ მისი ხმებით პარლამენტში შევიდნენ, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ცოტა ხანში მაინც შევა პარლამენტში.
„დარღვევა ასეთი იყო თუ ისეთი, ცოტა ხანში პარლამენტში შევლენ. თავიდანვე მიზანი იყო, რომ არჩევნების შემდეგ ფეიკრევოლუციაზე საუბარი დაეწყოთ და ქუჩაში პროტესტი ყოფილიყო. ახლა ციდან ჩამოუვარდათ არგუმენტი არჩევანის ფარულობაზე. მათი სერიალი ნანახი გვაქვს და ახალი არაფერი მოხდება. მგონი, ცოტა ხანში ქართველი ხალხი მიხვდება იმას, რომ ვინც მიშას და ჩვენ ნაცვლად პარლამენტში შეიყვანეს, ის ხალხი გადასაყრელია და მათ ამომრჩეველი მოატყუეს“, - აღნიშნა ხვიჩიამ.