Loading data...
გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობა“ მაინც აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას და რაც მთავარია, ამით ამაყობს

მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ აღარ არის 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებაში, მაინც აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, მათ ამგვარი ქმედებები არათუ ეთაკილებათ, არამედ ეამაყებათ.

„ჩვენ [პარლამენტის საგამოძიებო] კომისიაზე ყველა მიმართულებით ვიბარებთ ადამიანებს, რომლებიც დაზარალებულები არიან, ზოგი ფიზიკურად, ზოგი ფსიქოლოგიურად, ზოგს ქონება აქვს წართმეული და ბევრი მათგანი ისეთ ახსნა-განმარტებებს იძლევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სახე მორიგ ჯერზე ჟღერდება, როგორც მოძალადე რეჟიმი. მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ აღარ არის 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებაში, მაინც აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას როგორც უცხოეთიდან, ისე საქართველოდან და რაც მთავარია, ამის არც ეშინია, არც ეთაკილება. პირიქით, ამაყობს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.