Loading data...
გურამ მაჭარაშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე: ეს არა მარტო ჩარევაა, ეს პირდაპირი შეურაცხყოფაა - ქართველი ადამიანი არავის არაფერს აპატიებს, თუკი წავა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

„ეს არა მარტო ჩარევაა, ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, სამწუხაროდ, დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, რას იტყვიან ბალტიისპირა ქვეყნების ელჩები, რომლებიც უხეშად ერევიან პოლიტიკაში. თუმცა, ამავდროულად ყველას გავაფრთხილებთ, რა თქმა უნდა, რომ ქართველი ადამიანი არავის არაფერს აპატიებს, თუკი წავა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.