Loading data...
გორდულაძე: სულ უფრო და უფრო უკან იწევს 5 ნომრის რეიტინგი, „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებმა იციან, რომ საქართველოში „ნაცმოძრაობას“ წარმატება ვერ ექნება

„სულ უფრო და უფრო უკან იწევს 5 ნომრის რეიტინგი, სამაგიეროდ შედარებით სტაბილურად არის „ლელოელების“ და „გახარიელების“ რეიტინგი“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა. 

გორდულაძის თქმით, „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებმა და ზოგადად უცხოელებმაც იციან, რომ საქართველოში „ნაცმოძრაობას“ წარმატება ვერ ექნება.

„სულ უფრო და უფრო უკან იწევს 5 ნომრის რეიტინგი, სამაგიეროდ შედარებით სტაბილურად არის „ლელოელების“ და „გახარიელების“ რეიტინგი. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იმ კამპანიიდან, რომელიც წარმოებულია.

„დიფ სთეითის“ წარმომადგენლებმა იციან, საქართველოში „ნაცმოძრაობას“ წარმატება ვერასდროს ექნება, პირიქით წარუმატებლობის ფორმულაა, ამიტომ ცდილობენ თავიანთი ძალები გადაიტანონ „ლელოზე“ და გახარიაზე, მაგრამ ისევ და ისევ ვხედავთ, რომ ის ანტიდემოკრატიული კამპანიები, მათ შორის ზიზღის, შუღლის ჩამოგდების კამპანიები, რომელიც საქართველოში გარედანაა მართული და დაფინანსებული და საქართველოში აგენტურის წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობს - არ მუშაობს და ქართული საზოგადოება მათ უარს ეუბნება. აგენტურას სრული კრახი ელის არჩევნებში“, - აღნიშნავს გორდულაძე.