Loading data...
ბერაძე ქეთევან გორჯესტანის მიერ ტრამპის კრიტიკაზე: მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის აგენტი და მისი შვილიც ზუსტად ამ გზას ადგას

სალომე ზურაბიშვილია და მისი ოჯახისაგან ჩვენ ასეთი კრიტიკა არ გვიკვირს, იმიტომ, რომ ისინი ბოლო პერიოდში მოწადინებული არიან, რომ ნებისმიერი ადამიანი გააკრიტიკონ საფუძვლის გარეშე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა დონალდ ტრამპთან დაკავშირებით ქეთევან გორჯესტანის განცხადებას.

„ძალიან საინტერესოა, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში ბატონი ტრამპის გაკრიტიკება. მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი აგენტი და მისი შვილიც ზუსტად ამ გზას ადგას“, - აღნიშნა ბერაძემ.