არჩილ გორდულაძე: ადამიანები, რომლებიც არ აწყობს „დიფ სთეითს“ აუცილებლად ხდებიან პრორუსულის იარლიყის ქვეშ

„ადამიანები, რომლებიც არ აწყობს „დიფ სთეითს“, ისინი აუცილებლად ხდებიან პრორუსულის იარლიყის ქვეშ“, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ტულსი გაბარდის განცხადებას.
მისი თქმით, იარლიყების მიწებების პოლიტიკა საქართველოში გარედან იმართება.
„იარლიყების მიწებება გარედან მიღებული დავალებებიდან გამომდინარეობს. ამ ბრძოლის სამიზნე არა მხოლოდ საქართველოში „ქართული ოცნების“ წევრები და საქართველოს საზოგადოება არის, არამედ იგივე ხდება სხვადასხვა ქვეყანაში.
იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც „დიფ სთეითის“ დავალებებს არ ასრულებენ, აპრიორი იარლიყს აწებებენ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, მართულად ხდება.
დადასტურებულ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ, როდესაც აშშ-ს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი აშშ-ში იმართებოდა „დიფ სთეითის“ მიერ და ამ ყველაფერს ასრულებდა თურმე, ყოფილი პრეზიდენტი, ვიფიქროთ და წარმოდგენა გვქონდეს თუ რა ძალაუფლება აქვს ამ ძალას.
ადამიანები, რომლებიც არ აწყობს „დიფ სთეითს“, ისინი აუცილებლად ხდებიან პრორუსულის იარლიყის ქვეშ“, - აღნიშნავს გორდულაძე.