Loading data...
არ ვაპირებ პროკურატურაში გამოცხადებას - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. 

პროკურატურას მივმართავ, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული, თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემ მტკიცებულებებს. არ ვაპირებ პროკურატურაში გამოცხადებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“, გამოძიება დაიწყეს. პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილი საგამოძიებო უწყებაში დაიბარა.

29 ოქტომბერს ცესკო-მ გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უწყებას „უსაფუძვლო ბრალდებებით ესხმიან თავს და რეპუტაციულ ზიანს აყენებენ“.

განცხადებაში ცესკომ მიმართა პროკურატურას, „გარემოებების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს პრეზიდენტის, პოლიტიკოსების განცხადებები“, დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება.