Loading data...
შალვა პაპუაშვილი საქართველოში ჩილეს ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ჩილეს რესპუბლიკის არარეზიდენტ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ელისეო როდრიგო რუის ორტისს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ჩილეს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, მათ შორის, გაეროში საქართველოს რეზოლუციების მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ჩილეს შორის თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყნის პარლამენტში მოქმედებს მეგობრობის ჯგუფები. ხაზი გაესვა მათ შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო თანამშრომლობას ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურის მიმართულებებით.

მხარეებმა ისაუბრეს ორივე ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებზე: მუნიციპალურ არჩევნებზე საქართველოში, ხოლო ჩილეში - საპრეზიდენტო არჩევნებზე.

შალვა პაპუაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩს მის საქმიანობაში წარმატება უსურვა.