1753769184
პარლამენტი
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ჟენევაში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
შალვა პაპუაშვილი პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში (IPU) მიიღებს მონაწილეობას. ასევე, დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის გენერალურ დებატებში მონაწილეობა, სადაც შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვა.
ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი პარლამენტების თავმჯდომარეებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
კონფერენციასა და შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.