საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ განხილული ანგარიშები დაამტკიცა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ 2025 წლის 14 აპრილს განხილული ანგარიშები დაამტკიცა.
კომიტეტის თავმჯდომარის, აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, სხდომას ესწრებოდა გენერალური აუდიტის მოადგილე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები და დეპუტატები.
„განვიხილეთ მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების ადრეული გაფრთხილების გამოყენების ეფექტიანობის აუდიტი - 2022-2023 წლები. გაიცა ერთი რეკომენდაცია. ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მიერ 2021-2022 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის პერიოდების აუდიტის ანგარიში. გაიცა 9 რეკომენდაცია“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.