საკანონმდებლო ორგანომ „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციათა ჩამონათვალს არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ასევე, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა დაემატება.
კანონპროექტი მესამე მოსმენით მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
მისი თქმით, დღეისათვის, აღნიშნულ საქმიანობას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. ცვლილების მიღების შემდეგ კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება ხსენებული კომპეტენცია მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საშუალებით განახორციელოს.
„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა 84 ხმით მიიღო.