Loading data...
გიორგი გაბუნია კომპოზიტორთა კავშირის ხელმძღვანელებს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია კომპოზიტორთა კავშირის ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე კომპოზიტორთა კავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„შეხვედრისას კომპოზიტორთა კავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. ყურადღებით მოვისმინეთ მათი მოსაზრებები და სამომავლო თანამშრომლობაზე შევთანხმდით“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.