Loading data...
ზელენსკი: რუსეთი არ უსმენს ტრამპის პოზიციას ომის დასრულების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უგულებელყოფს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებებს, დაასრულოს მის მიერ დაწყებული ომი. ამის შესახებ მან Telegram-ზე დაწერა. 

ზელენსკიმ ეს განცხადება გასულ რამეს უკრაინის რამდენიმე ქალაქში სამოქალაქო ობიექტებზე რუსული დრონების მიერ განხორციელებული დარტყმების ფონზე გააკეთა.

„რუსები კვლავ უტევენ მშვიდობიან მოსახლეობას მაშინ, როცა მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით შეერთებული შტატები მშვიდობისკენ მოუწოდებს. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია მკვლელობების დასრულების შესახებ და დავეთანხმეთ დიპლომატიის განბლოკვის ყველა წინადადებას. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთში ამ პოზიციას არ ისმენენ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ზელენსკის თქმით, ეს ნიშნავს, რომ უფრო აქტიურად უნდა განხორციელდეს ინიციატივები, რომლებიც უკრაინას აძლიერებს, კერძოდ, PURL პროგრამა, იარაღის ერთობლივი წარმოება და უსაფრთხოების გარანტიების დასრულება.

„მაგიდაზეა მასშტაბური შეთანხმებები დრონებისა და იარაღის შესყიდვაზე, რომელიც უკრაინამ ამერიკას შესთავაზა. გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო იმისათვის, რომ რუსეთი საბოლოოდ დათანხმდეს დიპლომატიურ მოლაპარაკებებს“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.