Loading data...
ვოლოდინი: რუსეთს განვითარების საკუთარი გზა აქვს, სხვა ქვეყნებიდან ბრმად ვერაფერს მივიღებთ

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციას განვითარების საკუთარი გზა აქვს. 

ვოლოდინის მოსაზრებით, სწორედ ამიტომ სხვა ქვეყნებიდან ბრმად არ შეიძლება რაიმეს მიღება.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ყველაფერი საუკეთესო უნდა ავიღოთ ქვეყნის განვითარების საბჭოთა ეტაპიდან - მეფის რუსეთიდან. ჩვენ უნდა მივიღოთ ეფექტური გადაწყვეტილებები. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენ ვართ რუსეთი, ჩვენი ქვეყანა ვრცელდება ევროპიდან აზიამდე, შესაბამისად ბრმად რაღაცას ვერ მივიღებთ“, - აცხადებს ვიაჩესლავ ვოლოდინი