1735975872
უცხოეთი
ვარშავაში პოლონელი ფერმერების მორიგი პროტესტი მიმდინარეობს
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ფერმერების მორიგი პროტესტი მიმდინარეობს. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
ფერმერებმა ვარშავის ცენტრი გადაკეტეს. ისინი სოფლის მეურნეობის დარგში ევროკავშირის პოლიტიკას აკრიტიკებენ და უკრაინიდან პროდუქციის იმპორტის წინააღმდეგ გამოდიან. პროტესტში პოლონეთის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული ფერმერები მონაწილეობენ.
აქციის მონაწილეები დღევანდელ გალა-კონცერტს ელოდებიან, რომელიც ევროკავშირში პოლონეთის თავმჯდომარეობას ეძღვნება.