Loading data...
ტრამპმა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის პოზიციაზე პოლიტიკური მიმომხილველი ტემი ბრიუსი წარადგინა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პოზიციაზე პოლიტიკური მიმომხილველი ტემი ბრიუსი წარადგინა.

ამის შესახებ ტრამპი პლატფორმა truthsocial-ზე წერს.

„ტემი ძალიან პატივსაცემი პოლიტიკური ანალიტიკოსია, რომელმაც ადრევე გააცნობიერა MAGA-ს (სლოგანი - გახადე ამერიკა ისევ დიდებული) ძალა და მნიშვნელობა... 1990-იან წლებში, როდესაც ლიბერალი აქტივისტი იყო, დაინახა რადიკალი მემარცხენეების ტყუილი და თაღლითობა. შემდეგ კი მალევე გახდა რადიოსა და ტელევიზიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონსერვატიული ხმა.

როგორც ახალი ამბების ერთ-ერთმა ყველაზე ხანგრძლივმა კონტრიბუტორმა, ტემიმ ორი ათწლეულის განმავლობაში ამერიკელ ხალხს სიმართლე მოუტანა. ვიცი, რომ ის  იმავე ძალითა და უშიშარი სულისკვეთებით იმუშავებს თავის ახალ თანამდებობაზე, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი“, - წერს ტრამპი.