ტრამპი გაეროს ფინანსურ კრიზისზე: ისინი რომ მოსულიყვნენ და ეთქვათ, ყველას დავავალდებულებდი, გადაეხადა, ისევე, როგორც ნატოს დავავალე გადახდა
თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეძლებს გაეროს ფინანსური პრობლემების გადაჭრას, თუკი მას მიმართავენ. ამის შესახებ ტრამპმა Politico- სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია აპირებს თუ არა შეერთებული შტატები გაეროს წინაშე დავალიანების დაფარვას.
მან ასევე განაცხადა, რომ არ იცოდა შეერთებული შტატების დავალიანების შესახებ, მაგრამ დარწმუნებულია, რომ შეეძლო სიტუაციაზე გავლენის მოხდენა.
„ისინი რომ მოსულიყვნენ ტრამპთან და ეთქვათ, ყველას დავავალდებულებდი, გადაეხადა, ისევე, როგორც ნატოს დავავალე გადახდა. ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთო, არის ამ ქვეყნებთან დარეკვა. ისინი რამდენიმე წუთში გამოგზავნიდნენ ქვითრებს“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.
ინფორმაციისთვის, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია „გარდაუვალი ფინანსური კოლაფსის წინაშე დგას და ივლისისთვის, შესაძლოა, ბიუჯეტი სრულად ამოწუროს.