ტრამპი აუქმებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამას და ხურავს მის ყველა ოფისს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულებით, ფედერალური მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის (DEI) ოფისების თანამშრომლებს, არაუგვიანეს ოთხშაბათს, 15:00 საათზე უნდა შეატყობინონ, რომ ანაზღაურებად შვებულებაში უშვებენ.
როგორც nbcnews წერს, აღნიშნული დაკავშირებულია მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამისა და ყველა ოფისის გაუქმებასთან.
ამასთან, უნდა წაიშალოს DEI-ის ვებგვერდი და მასთან დაკავშირებული ყველა სოციალური მედიის ანგარიში.
ხოლო 31 იანვრამდე, ფედერალურ სააგენტოებმა უნდა შეადგინონ თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ წერილობითი გეგმა.
DEI არის სტრუქტურა, რომლის გაცხადებული მიზანია „ყველა ადამიანის მიმართ სამართლიანი მოპყრობის უზრუნველყოფა“ და განსაკუთრებით იმ ჯგუფების ჩართვა სხვადასხვა საქმიანობაში, რომლებიც ნაკლებად არიან წარმოდგენილი, ან ექვემდებარებიან დისკრიმინაციას საკუთარი იდენტობისა თუ შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით.
როგორც ტრამპის განკარგულებაშია აღნიშნული, „დამსახურებაზე დაფუძნებულ, ამერიკის საზოგადოებაში, ადამიანებს უნდა ასაქმებდნენ თავიანთი უნარებიდან გამომდინარე და არა კანის ფერის გამო“.