„თავი გავართვით“ - ბლინკენი სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ის ქმედებებზე
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეძლო, გამკლავებოდა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე. ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა მდივანმა ენტონი ბლინკენმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, თეთრ სახლში „რეალური მღელვარება“ გამოიწვია რუსეთის მოსალოდნელმა ქმედებებმა, მათ შორის, ბირთვული იარაღის პოტენციურ გამოყენებასთან დაკავშირებით.
„ვთვლი, რომ ჩვენ ამას თავი ისეთი ფორმით გავართვით, რომ რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტი აგვერიდებინა. ახლა, რუსეთი ყოველგვარ უღირს ქმედებებშია ჩართული - იქნება ეს ე.წ ჰიბრიდული შეტევები, კიბერსივრცეში, ანაც დივერსია თუ მკვლელობები. ასეთი რამეები ხდება. ეს ხდება ევროპაში და ეს არის ის, რაზეც ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვეს ბევრ პარტნიორთან. თუმცა, ვფიქრობ, პირდაპირი კონფლიქტთან ახლოს არ ვყოფილვართ, თუმცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.
თუ კონფლიქტის ტრაექტორიას შეხედავთ, დაინახავთ, რომ არა მხოლოდ ჩვენ ვიყავით მზად, მოკავშირეები და პარტნიორები იყვნენ მზად, არამედ უკრაინაც მზად იყო“, - ამბობს ბლინკენი.
მისივე თქმით, აშშ-მ „უჩუმრად“ გადასცა უკრაინას ბევრი იარაღი, რომ დარწმუნებული ყოფილიყო, მათ ექნებოდათ „ის, რაც თავდაცვისთვის არის საჭირო“.