1736002365
უცხოეთი
სუმის ოლქში ბომბი მრავალსართულიან კორპუსს მოხვდა, დაშავებულთა შორის ბავშვები არიან, ნანგრევებში ხალხს ეძებენ - უკრაინული მედია
რუსმა ოკუპანტებმა მართვადი საავიაციო ბომბებით იერიში მიიტანეს სუმის ოლქზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ცნობით, ბომბი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.
სუმის ოლქის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, დაშავებულებს შორის არიან ბავშვები. ამასთან, ნანგრევებში შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი.
„დღეს, 4 იანვარს მტერმა საავიაციო დარტყმა მოგვაყენა KAB-ის ტიპის ბომბებით. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ორი ბავშვი და ერთი ზრდასრული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც სუმის სამხედრო ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, მთლიანად ჩამოინგრა საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.