სიბიგა დნეპროპეტროვსკის რეგიონში თავდასხმაზე: რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგა დნეპროპეტროვსკის რეგიონში რუსეთის თავდასხმას გამოეხმაურა.
მისი თქმით, რუსები ამ დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ.
„არანაირი სამხედრო მიზანი – მხოლოდ შრომისმოყვარე ადამიანები, რომლებიც ცვლის შემდეგ ოჯახებთან ბრუნდებოდნენ. ეს ნამდვილად საშინელებაა. რუსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსს.
რუსი მკვლელები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ და სხვა სისასტიკეებზე, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, - წერს ანდრეი სიბიგა.
In the Dnipro region, at least 15 people were killed as a result of Russia’s targeted strike on a bus carrying mine workers.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) February 1, 2026
No military target—just hardworking men returning to their families after their shifts. Truly horrific. Russia once again proves its status of a… pic.twitter.com/Uae0hELhMW