1749895143
უცხოეთი
საფრანგეთში ავტობუსის ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთში ავტობუსის ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 11 სერიოზულად დაშავდა. ავტობუსში უკრაინული ტურისტული ჯგუფი იმყოფებოდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ავარია საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ დეგრესთან მოხდა. სამაშველო ოპერაციაში ათობით სახანძრო მანქანა მონაწილეობდა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, ავტობუსს 15-17 წლის მოზარდები გადაჰყავდა.
ადგილზე გაემგზავრა უკრაინის ელჩი საფრანგეთში ვადიმ ომელჩენკო.