Loading data...
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროპას რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი სჭირდება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების 100% ევროპიდან მოდის, თუმცა პარიზს არასდროს გამოურიცხავს რუსეთთან დიალოგი. აღნიშნულის შესახებ მან Liberation-თან ინტერვიუში განაცხადა. 

მან განმარტა, რომ ევროპას ახლა რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი სჭირდება საკუთარი ინტერესების დასაცავად.

„ევროპელებს, რომლებიც ამჟამად უკრაინის მთავარი ფინანსური და სამხედრო სპონსორები არიან, უნდა ჰქონდეთ არხი, რათა დაიცვან თავიანთი ინტერესები პასუხისმგებლობის სხვაზე დელეგირების გარეშე“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამავდროულად, ბაროს განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ჯერჯერობით არ გამოუვლენია მშვიდობისკენ სწრაფვის რაიმე ნიშნები.

მისი თქმით, ამას, კერძოდ, ადასტურებს რუსეთის მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები.