Loading data...
რუსულმა ძალებმა უკრაინას 100-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას 100-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატითა და სხვა ტიპის დრონებით შეუტიეს, მათგან 37 დრონი განადგურდა, ხოლო 47-მა მიზნამდე მიღწევა ვერ შეძლო, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე იტყობინება.

„08:30 საათის მონაცემებით, დადასტურდა 37 Shahed-ის ტიპის თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების ფაქტი. მტრის თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის და კიევის რეგიონები. 

ოკუპანტებმა დრონები რუსეთის ქალაქებიდან: კურსკიდან, მილეროვოდან, ორელიდან, ბრიანსკიდან და ასევე, ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს. საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და თავდაცვის ძალებმა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.