Loading data...
რუსულმა ძალებმა პოკროვსკის მახლობლად სამი დასახლება დაიკავეს

პოკროვსკი

რუსულმა ძალებმა, რომლებიც დონეცკის ოლქში შეტევას განაგრძობენ, ქალაქ პოკროვსკის მახლობლად სამი დასახლებული პუნქტი დაიკავეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

რუსულმა ფორმირებებმა სოფლები დაჩნოე, ნოვი ტრუდი და ვოლკოვო დაიკავეს, რომლებიც პოკროვსკიდან სამხრეთით, 5 კმ-ში მდებარეობს. უკრაინული ძალების ცნობით, 3 იანვარს რუსულმა ძალებმა პოკროვსკის მიმართულებაზე დაჭრილთა და დაღუპულთა სახით 300 ადამიანი დაკარგეს.

დიდი დანაკარგების მიუხედავად, რუსული ძალები პოკროვსკზე შეტევას განაგრძობენ. მათ ფრონტალური შეტევებით ქალაქის აღებაზე უარი თქვეს და ახლა სამხრეთიდან მის შემოვლას ცდილობენ. რუსეთი ცდილობს, რომ დონეცკის და ლუგანსკი ოლქების ადმინისტრაციულ საზღვარზე გავიდეს.