Loading data...
რუსულმა ძალებმა ხერსონსა და ჩერკასზე იერიში მიიტანეს

რუსულმა ძალებმა ხერსონზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

ამავე ცნობით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

ამასთან, ჩერკასის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იგორ ტაბურეცის თქმით, რუსული დრონის მიერ რეგიონში განხორციელებული დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

ტაბურცის თქმით, ხანძარი გაჩნდა იმ ადგილებში, სადაც დრონები ჩამოვარდა.