1745909535
უცხოეთი
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს - დაღუპულია 12 წლის ბავშვი

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 1 ბავშვი დაიღუპა და კიდევ 4 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი იტყობინება.
ლისაკის თქმით, ნაწილობრივ განადგურდა კერძო სახლები, სხვა შენობა-ნაგებობები და ასევე ავტომობილები.
„მტრის თავდასხმამ ტრაგედია გამოიწვია. იერიშის შედეგად დაღუპული 12 წლის გოგონაა, დაშავებულთა შორის ასევე არის 6 წლის ბავშვი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბავშვები ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოყოლილი. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ერთი ბავშვი დამოუკიდებლად ამოიყვანეს, თუმცა 2012 წელს დაბადებული გოგო, სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.